13:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 16:59:42, 1964 ნახვა

საზოგადოება
სამეგრელოში ბიოტბორის მოდელი შეიქმნა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეს სატბორე მეურნეობაში, პროექტის „ადგილობრივი კობრის სელექცია და ბიოტბორის მოდელის შექმნა“ ფარგლებში, ბიოტბორის მოდელის შექმნა, ორგანული კობრის ლიფსიტების გამოზრდა, მათი პროდუქტიულობის გაუმჯობესება და დაავადებების მიმართ გამძლე თაობების მიღება დაიწყეს.

პროექტის მიზანი სამეცნიერო-კველითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახურის და მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტების ჩართულობით ბიოტბორების შექმნა და სანაშენე ინდივიდების შეჯვარებით ახალი, გაუმჯობესებული ჯიშების მიღებაა.

სამომავლოდ,სოფელ რიყეს სატბორე მეურნეობის სანაშენე ლიფსიტების რეპროდუქტორად ჩამოყალიბება მოხდება.

ბიომეურნეობით დაინტერესებული ფერმერებისთვის კი, რეკომენდაციები მომზადდება.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics