|
2017-10-23 09:59:21, 2099 ნახვა
საზოგადოება
ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში 444 საჩივარია შესული
ამ დროის მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 444 საჩივარია შესული. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. ცესკო-ს ინფორმაციით, საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. „ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა არის გარკვეული რაოდენობის საჩივრები, რომელიც შეეხება პროცედურულ დარღვევებს და საჭიროებს შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას“,-განმარტავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების უმრავლესობა სამივე სახის არჩევნებისთვის დათვლილია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის ცესკოს ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge. საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დათვალა ყველა ოქმი თბილისისა და 4 თვითმმართველი ქალაქის მერის და თბილისის პროპორციული სისტემის არჩევნებისთვის. რაც შეეხება თვითმმართველი თემის მერის, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის არჩევნების შედეგებს საქართველოს მასშტაბით, მათი დიდი ნაწილი ამ დროისთვის ასევე დათვლილია. “ამ ეტაპზე დარჩენილია დაახლოებით 150-მდე საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმის მონაცემი და მიმდინარეობს როგორც ამ ოქმების შეყვანა, ისე მონაცემების გადამოწმებისა და დაზუსტების პროცესი“,-აღნიშნა ცესკო-ს სპიეკრმა ანა მიქელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)