15:21 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 09:56:20, 2160 ნახვა

პოლიტიკა
კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 15 ნოემბერია

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურს არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამების შემდეგ დანიშნავს.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქისა და  თვითმმართველი თემის მერის არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა დაასრულონ არაუგვიანეს 1 ნოემბრისა (11 დღის ვადაში).

მეორე ტურები გაიმართება იქ, სადაც მერობის კანდიდატების მიერ ვერ მოხდა 50%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა.

კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 15 ნოემბერია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, მეორე ტურები  6 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics