14:08 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 09:52:35, 2072 ნახვა

პოლიტიკა
პირველადი მონაცემებით, 6 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით მეორე ტურები გაიმართება 6 მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა საბოლოო მონაცემები ცნობილი იქნება კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ.

ეს მაჟორიტარული ოლქებია: #29 ყაზბეგის, #35 ხაშურის, #36 ბორჯომის, #60 ოზურგეთის, #59 ქუთაისის და #65 მარტვილის საარჩევნო ოლქები.  

კერძოდ, #29 ყაზბეგის  საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის მერობის  „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე ზააგაშვილმა ხმათა 44,61% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე ხმათა 26.88%-ით, დიმიტრი ლორთქიფანიძე-კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატი სანდრო ყამარაული გავიდა.

#35 ხაშურის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის მერობის  „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა 41.54% მოაგროვა, მეორე ადგილი 18.59%-ით დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ დაიკავა.

#36 ბორჯომის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის მერობის  „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ 40.54%  მიიღო, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ-40.23%.

#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ  ხმათა 43.38% მოაგროვა, მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ხმათა 41.76%-ით.

#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნებში „ქართულმა ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 48.61% დააგროვა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ-27.05%.

#65 მარტვილის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის მერობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ 49.76% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე ხმათა 35.81%-ით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მამუკა დანელია გავიდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics