|
2017-10-23 09:48:46, 2348 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება ეგვიპტელ სამართალდამცავებზე განხორციელებულ თავდასხმას მკაცრად გმობს
საქართველო მკაცრად გმობს 2017 წლის 21 ოქტომბერს ტერორისტების მიერ ელ ვაჰატში ეგვიპტელ სამართალდამცავებზე განხორციელებულ თავდასხმას, რომელსაც ათობით პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა და კიდევ მრავალი დაშავდა,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს ეგვიპტის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სტაბილური და მშვიდობიანი სახელმწიფოს მშენებლობისკენ. „გამოვთქვამთ იმედს, რომ აღნიშნულ შემზარავ აქტში დამნაშავეები წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ეგვიპტის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)