14:08 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-22 18:36:22, 3015 ნახვა

პოლიტიკა
3 638 უბნის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით პროპორციულ ნაწილში „ქართული ოცნება“ ლიდერობს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს მასშტაბით არსებული 3 644 საარჩევნო უბნიდან 3 638 უბანზე ამომრჩეველთა ხმები უკვე დაითვალა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 3 638   უბანზე პროპორციულ ნაწილში ქართულმა ოცნებამ ხმათა 55,66% მოიპოვა.

მეორე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 17,05%-ით, მესამე ადგილს კი, 10,05%-ით „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“ იკავებს.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 6,55%;

„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 3.27%;

„დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ – 2.59%;

„გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“ – 1.23%;

რესპუბლიკური პარტია“ – 0.76%;

შენების მოძრაობა“ – 0.76%;

თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა – 0.61%.

პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა-0,15%

დანარჩენმა პარტიებმა ხმათა კიდევ უფრო მინიმალური რაოდენობა მოაგროვეს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics