01:25 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-22 16:41:33, 1909 ნახვა

კომენტარი
ეუთოს მისია: კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად ჩაიარა, თუმცა ზოგიერთ უბანზე ხმების დათვლა უარყოფითად შეფასდა

OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია  გუშინდელ  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ძირითად დასკვნას აქვეყნებს.

როგორც სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კარენ იონკერმა აღნიშნა, საარჩევნო სუბიექტებს თავისუფლად შეეძლოთ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა.

„ასევე დაფიქსირდა უწესრიგობები და სირთულეები შემაჯამებელი ოქმების შედგენასთან დაკავშირებით. ამ ძირითად დასკვნებს შორის  შედის როგორც დადებითი ელემენტები, ასევე  ის სფეროები,  სადაც შეიძლება სიტუაცია გაუმჯობესდეს. ცესკო  და საარჩევნო კომისიის უწყებები  საქმიანობას, დროულად, ეფექტურად და პროფესიონალურად ახორციელებდნენ.  ცენტრალური საარჩევნო კომისია ზოგადად დაკავშირებული მხარეების ნდობით სარგებლობს, თუმცა ზოგიერთმა ოპოზიციურმა კანდიდატმა საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობა  ეჭვის ქვეშ დააყენა. განსაკუთრებით იმის მიმართ თუ როგორ იქნენ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის  წევრები.

ვახსენე რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტი, მაგრამ ზოგადად ძირითადი თავისუფლებები დაცული იყო და საარჩევნო სუბიექტებს შეეძლოთ თავისუფლად მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ასევე აღნიშნული იყო ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენება. მასმედიის თავისუფლებაც მნიშვნელოვნად იყო გაუმჯობესებული.  ჩვენმა მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ მედია ძირითად ყურადღებას აქცევს  მთავარ საარჩვენო სუბიექტებს და შესაძლებლობას უქმნიდა მათ, რომ თავიანთი  გზავნილები დებატებისა და თოქშოუების მეშვეობით გადმოეცათ“,-აღნიშნა იონკერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics