14:07 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-22 16:14:36, 2037 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს მასშტაბით 6 საარჩევნო ოლქში, სავარაუდოდ, მეორე ტურები გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, უკვე გამოიკვეთა რამდენიმე ოლქი, სადაც, სავარაუდოდ, მეორე ტურები გაიმართება, ესენია:

#29 ყაზბეგის საარჩევნო ოლქი, #35 ხაშურის საარჩევნო ოლქი, #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქი, #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქი, #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქი და #65 მარტვილის საარჩევნო ოლქი.

კერძოდ, #29 ყაზბეგის  საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის მერობის  „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე ზააგაშვილმა ხმათა 44,61% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე ხმათა 26.88%-ით, დიმიტრი ლორთქიფანიძე-კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატი სანდრო ყამარაული გავიდა.

#35 ხაშურის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის მერობის  „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა 41.54% მოაგროვა, მეორე ადგილი 18.59%-ით დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ დაიკავა.

#36 ბორჯომის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის მერობის  „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ 40.54%  მიიღო, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ-40.23%.

#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ  ხმათა 43.38% მოაგროვა, მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ხმათა 41.76%-ით.

#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნებში „ქართულმა ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 48.61% დააგროვა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ-27.05%.

#65 მარტვილის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის მერობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ 49.76% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე ხმათა 35.81%-ით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მამუკა დანელია გავიდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics