|
2017-10-22 14:44:31, 2093 ნახვა
პოლიტიკა
წინასწარი მონაცემებით, რუსთავში, 53.5%-ით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, რუსთავის მერობის არჩევნებში 53,5%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი ტაბაღუამ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე 19,8%-ით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ზურაბ მაისურაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი 13,3%-ით საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს” კანდიდატმა ნინო იმედაშვილმა დაიკავა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ხმები ასე გადანაწილდა: საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო” ჯაბა დუგლაძე - 2.3%; „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - გელა ნაკაშიძე - 5,97%; „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” ქეთო დევსურაშვილი - 3,17%; „ტრადიციონალისტები” - მზია მამულაშვილი - 0,16%; „ახალი ქრისტიან-დემოკრატები” - ნანი წკრიალაშვილი - 0,14%; საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო” გოჩა ომაიძე - 1,6%; „ზვიადის გზა უფლის სახელით [სამართლიანობის აღდგენის კავშირი; მეანაბრეთა ასოციაცია იპოთეკით დაზარალებულთა დარბაზი; ალტერნატიული პირადობის დაშვების ლიგა; უფალია ჩვენი სიმართლე]” ელგუჯა ქოჩიაშვილი - 0,64%; საარჩევნო ბლოკი „სახალხო-ხალხის ერთსულოვნება” - ანნა კეკენაძე - 0,95%; აღსანიშნავია, რომ წინასწარი მონაცემები შედგენილია რუსთავის 87-ვე საარჩევნო უბნის მიხედვით.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)