|
2017-10-22 11:37:06, 2059 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
„ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და შესაბამისი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი თითოეულ მუნიციპალურ ორგანოში“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძემ ამომრჩეველს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. „განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო ამომრჩეველს ძალიან მაღალი აქტიურობისთვის. როგორც მოგეხსენებათ დაფიქსირდა მაღალი აქტივობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მინდა აღვნიშნო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევენბში.მთელი ქვეყნის მასშტაბით წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურები შედგება მხოლოდ ხუთ მუნიციპალიტეტში. საკრებულოებშიც „ქართულმა“ ოცნებამ მოიპოვა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება და შესაბამისი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი თითოეულ მუნიციპალურ წარმომადგენლობით ორგანოში“,-განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)