|
2017-10-21 23:29:08, 1988 ნახვა
საზოგადოება
ლიტველ და უკრაინელ დამკვირვებლებს კენჭისყრის პროცესში მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უცხოელი დამკვირვებლები მივიდნენ. ქართული მედია ლიტველ და უკრაინელ დამკვირვებლებს გაესაუბრა. ისინი აღნიშნავენ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელმაც შესაძლოა არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონიოს, მათ არ შეუმჩნევიათ. „ზოგადად თვითმმართველობის არჩევნები რთული პროცესია. იქ, სადაც ჩვენ ვიყავით, მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა“,-ამბობენ ისინი. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი აერჩიათ. არჩევნები საერთო ჯამში 3634 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათ შორის, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. არჩევნებს დააკვირდა საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებს 4 820 ჟურნალისტი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)