|
2017-10-21 23:00:30, 2039 ნახვა
პოლიტიკა
„იმედის“ ეგზიტპოლი - კალაძე 53%, უდუმაშვილი-ელისაშვილი - 14-14%
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მონაცემებით, თბილისის მერობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძე ამომრჩეველთა ხმების 53% მიიღო. ეგზიტპოლის თანახმად, მეორე ადგილს 14-14%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ინაწილებენ. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათ პროცენტული მაჩვენებელი ასე გამოიყურება: „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ელენე ხოშტარია 5%; „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ირმა ინაშვილი 4%; „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ კახა კუკავა 3%; „ახალი საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ვაშაძე 3%; „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატი გიორგი გუგავა 2%; „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლი საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია „გორბმა“ ჩაატარა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)