13:03 - 08 May, 2026
|
2017-10-21 22:21:07, 2000 ნახვა
პოლიტიკა
ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 58% მოაგროვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 17%
„რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ბოლო მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 58% მიიღო. მეორე ადგილზე 17%-ით „ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა, მესამე ადგილზე - „ევროპული საქართველო“ 9%-ით; მეოთხე ადგილზე კი, „პატრიოტთა ალიანსი“ 5%-ით. რაც შეეხება სხვა პარტიებს, "დემოკრატიულმა მოძრაობამ" ხმათა 3% მოაგროვა, "ლეიბორისტულმა პარტიამ" ასევე 3%, "ახალმა საქართველომ" 3%, "რესპუბლიკურმა პარტიამ" კი, 2% მიიღო. „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ეგზიტპოლი ამერიკულმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა“ ჩაატარა. ეგზიტპოლის მონაცემებით, თბილისში არჩევნების მეორე ტურის ჩატარება საჭირო არ გახდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)