18:05 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-02 16:48:50, 355 ნახვა

პოლიტიკა
ხეჩიკაშვილი საკადრო ცვლილებებზე: ყველა პროფესიონალი ადგილზე დარჩება

„ჩემი მთავარი სურვილია, რომ დავიწყოთ საქმის კეთება და მერე, როცა საქმეს გავაკეთებთ სათქმელიც მეტი გვექნება“, - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ხეჩიკაშვილის განცხადებით, იგი სამინისტროში ორშაბათს მივა.

„ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი ნდობა მთავრობისგან. იმედია, რომ ამ ნდობას პარლამენტისგანაც მივიღებთ და დავიწყებთ საქმის კეთებას. გპირდებით, როდესაც საქმეს გავაკეთებთ და სათქმელიც გვექნება, პირადად მე და სამინისტროს, კომენტარს აუცილებლად მოგცემთ“, - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

რაც შეეხება სპორტის სამინისტროში საკადრო ცვლილებებს, ხეჩიკაშვილის განცხადებით, ყველა პროფესიონალი ადგილზე დარჩება.

„ჩემთვის მთავარი ნიშანი არის პროფესიონალიზმი და რა თქმა უნდა პატიოსნება. ამ პარამეტრებით შეირჩევა ხალხი და ყველა, ვინც არის და ვიცი, რომ ბევრი ასეთია სამინისტროში, აუცილებლად დარჩება“, - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

იგი ამ წუთებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.

შეგახსენებთ, მანამდე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერს თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი თინა ხიდაშელი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიგლა აგულაშვილი შეხვდნენ. მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც იმყოფებოდა, თუმცა მან ადმინისტრაცია კომენტარის გარეშე დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics