|
2017-10-21 21:16:26, 2040 ნახვა
საზოგადოება
თვითმმართველობის არჩევნებში 1 569 992-მა (45,65%) ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ბოლო მონაცემები წარადგინა. 20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 45,65% ( 1 569 992 ამომრჩეველი) შეადგინა. როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 43,4%. „რომ შევადაროთ ეს მონაცემები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობას, ამომრჩეველთა აქტივობა იყო 43,31 %“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი აერჩიათ. არჩევნები საერთო ჯამში 3634 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათ შორის, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. არჩევნებს დააკვირდა საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებს 4 820 ჟურნალისტი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)