|
2017-10-21 20:37:34, 1785 ნახვა
პოლიტიკა
უდუმაშვილი: ვერავინ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე თბილისელმა კახა კალაძეს მისცა ხმა
„ვერავინ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე თბილისელმა კახა კალაძეს მისცა ხმა“,-ასე გამოეხმაურა ეგზითპოლების შედეგებს „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი. უდუმაშვილის თქმით, ის რაც დღეს ხდებოდა მთელი საარჩევნო პროცესი ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. „ჩვენ დილიდან ვუყურებდით როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი, როგორ მიმდინარეობდა ზეწოლა მოსახლეობაზე, როგორ მიმდინარეობდა ტოტალური კონტროლი უშუალოდ საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან. აკონტროლებდნენ ყველაფერს ვინ შემოდიოდა და ვის აძლევდნენ ხმას.ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს მომხრეებს, რომლებიც აპირებდნენ მოსვლას არჩევნებზე, ურეკავდნენ და აშინებდნენ, რომ ისინი არ მოსულიყვნენ არჩევნებზე. იმ ინფორმაციასაც ვფლობთ რომ კახი კალაძე ზუსტად აპირებდა გარკვეული პროცენტის დაწერას და ამისთვის იბრძოდა ზუსტად. მივიღეთ შედეგი, რომ „ქართული ოცნება“ წავიდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და თბილისელების წინააღმდეგ. ჩვენ ბუნებივია დაველოდებით ცესკოს შედეგებს, ბუნებრივია იმასაც ვითვალისწინებთ, რომ ეგზითპოლების შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა არის 6 საათის მონაცემები და მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ვერავინ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე თბილისელმა კახა კალაძეს მისცა ხმა. ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებთ რომ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ხმები“,-განაცხადა უდუმაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)