|
2017-10-21 17:14:17, 1961 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპონენტებს: ნუ მოახდენთ სიტუაციის დრამატიზებას - იმოქმედეთ კანონის ჩარჩოებში
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები საარჩევნო უბნებზე მედია საშუალებების ყალბი აკრედიტაციებით იმყოფებოდნენ. როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიცია მთელი დღის განმავლობაში ცდილობს ამომრჩეველზე მსგავსი ფაქტებით გავლენა მოახდინოს. დეპუტატმა ოპონენტებს და ოპოზიციური მედია საშუალებებს მოუწოდა კანონის ჩარჩოებში იმოქმედონ. "მინდა გაგაცნოთ ის დარღვევები რომლებიც ფიქსირდება ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან. კერძოდ, დღეს დილიდან დაფიქსირდა, რომ გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ მედია საშუალებების ყალბი აკრედიტაციებით და ხელს უშლიდნენ საარჩევნო პროცესს. ასევე, მაგალითად ქალაქ თელავში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წარმომადგენელმა "ქართული ოცნების" წარმომადგენელს ავტომობილიდან უნებართვოდ ააცალა მისი კუთვნილი დოკუმენტები და შეეცადა ამით მოახდინა ამომრჩეველზე უკანონო ზეგავლენა. მოვუწოდებთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, ასევე ნებისმიერ ოპოზიციურ მედია საშუალებას ჩაეტიონა კანონის ჩარჩოებში, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ ნებისმიერი ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოვითხოვოთ მათ მიმართ კანონით დადგენილი მკაცრი ზომების გატარება", - განაცხადა მდინარაძემ. მისივე შეფასებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. "კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს და არა მარტო ჩვენს ამომრჩევლებს, რომ მოვიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ თავისი არჩევანი, რათა თბილისი იყოს სიცოცხლით სავსე ქალაქი და ქართველოს ჰქონდეს ძლიერი რეგიონული თვითმმართველობა. შემიძლია წარმოდგინოთ დოკუმენტები, სადაც ფიქსირდება, რომ ერთი ნომრით აბსოლუტურად სხვა ბეიჯი უნდა ჰქონოდა კონკრეტულ ადამიანს 3087 და ეს ადამიანი არის აბსოლუტურად სხვა პიროვნება. არის მსგავსი ფაქტები გამოვლენილი. ყველას ვთხოვთ, მათ შორის ოპონენტებს, ნუ მოახდენენ სიტუაციის დრამატიზირებას და რასაც ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობენ, ჩვენ მსგავს არც კი ვცდილობთ და მივცეთ ჩვენს ამომრჩეველს, ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა თუ ვისი მომხრეა თითოეული მათგანი, თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)