2017-10-21 16:17:09, 1998 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ მარნეულში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება პრევენციის მიზნით მოხდა.
ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები მარნეულში სხვადასხვა დარღვევების და დაპირისპირების შესახებ საუბრობენ.
„ევროპული საქართველოს“ წევრების მტკიცებით, მარნეულში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მათ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა. მათივე ცნობით, ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს აგიტაციის განხორციელებაში შეეწინააღმდეგა.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი მარნეულსა და რუსთავში ფიქსირდება.
ავტორი: ,