2017-10-21 13:45:15, 1881 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე საარჩევნო უბანზე მეუღლესა და შვილთან ერთად იმყოფებოდა
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
"დღეს ჩვენ ვირჩევთ ადგილობრივ თვითმმართველობას ღია, თავისუფალ და მშვიდ გარემოში. თითოეული მოქალაქის ხმა და თავისუფლად გამოხატული ნება აძლიერებს ჩვენს დემოკრატიას. მიხარია, რომ ჩვენ შევძელით უმაღლესი საარჩევნო სტანდარტების დამკვიდრება. ეს არის გზა ჩვენი სტაბილური განვითარების, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისა და ევროპული მომავლისკენ"- ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებს.
აღმაშენებლის ხეივანში, მე-17 საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მიხეილ ჯანელიძე მეუღლესა და შვილთან ერთად იმყოფებოდა.
ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.
ავტორი: ,