|
2017-10-21 13:36:00, 1830 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი: დარღვევებთან დაკავშირებით განცხადება შევიტანეთ უწყებათაშორის კომისიაში, რომელიც პრაქტიკულად მკვდარია
„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან საქართველოში ქართველი ადამიანებისთვის საუკეთესო პირობების შექმნას მისცა ხმა. მერობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესში ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაზეც „პატრიოტთა ალიანსმა“ უწყებათაშორის კომისიაში განცხადება შეიტანა. „მე ხმა მივეცი საქართველოში ქართველი ადამიანებისთვის საუკეთესო პირობების შექმნას, განვითარების პირობების შექმნას. ხმა მივეცი ქართული ტრადიციების დაცვას, ზნე-ჩვეულებების დაცვას, ჩვენი კულტურის და ისტორიის გადარჩენას, ჩვენი რწმენის შენარჩუნებას და ასევე იმას, რომ საქართველოში ტარდებოდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები და პროცესის დასრულების შემდეგ არ ჩნდებოდეს კითხვები. საარჩევნო პროცესში იყო მინუსები და პლიუსები, ამავე პროცესში იყო ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების არაერთი ფაქტი. ჩვენ ამ ფაქტებზე შევიტანეთ განცხადება უწყებათაშორის კომისიაში, რომელიც პრაქტიკულად მკვდარია“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)