|
2017-10-21 12:32:11, 1773 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილის ინფორმაციით, ბოლნისში „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს თავს დაესხნენ
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, დედაქალაქში ხმის მიცემის პროცესი უპრეცედენტო დარღვევებით მიმდინარეობს. როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ყველა ამომრჩეველს აღრიცხავენ. „ეს არის არჩევნების ფარულობის პრინციპის უხეში დარღვევა ამიტომ ამ წუთამდე ველოდებით ცესკო-ს თავმჯდომარისგან კონკრეტულ განცხადებას ამ ფაქტთან დაკავშირებით. მიზანი არის ის, რომ მოხდეს ზეწოლა ადმინისტრაციულ რესურსზე და აღრიცხვა გააკეთონ ვინ გამოცხადდა უბანზე და ვინ არა“, -განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. კიდევ ერთი დარღვევა „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით დაფიქსირდა დუშეთის #13 უბანზე. პარტიაში აცხადებენ, რომ ამ წუთამდე არ არის შესული მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო ბიულეტენები და პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. „ეს არის არჩევნების ბათილობის საფუძველია ამ უბანში,“-განაცხადა ბეჟაშვილმა. მისივე თქმით, ბოლნისში #20 უბანზე თავდასხმა მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" საუბნო კომისიის წევრებზე, რომლებმაც მიუთითა კომისიის სხვა წევრებს, რომ არ მოეხდინათ აგიტაცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. „მოხდა მისი ცემა,“-განაცხდაა ბეჯაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)