13:02 - 08 May, 2026
|
2017-10-21 11:56:38, 2004 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ხმა მივეცი ადამიანს, რომელმაც იცის შრომის ფასი
"მე ხმა მივეცი სიცოცხლით სავსე ქალაქს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის, რეგიონის და ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის. "ხმა მივეცი ადამიანს, რომელმაც იცის, რა არის შრომის ფასი, რომელიც აფასებს მოხუცებულებს, ჩვენს თაობას და ნამდვილად იცის, თუ რა უნდა მომავალს. ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს დღეს საქართველოში. ეს არის თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ადგილებზე წყვეტს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი საქართველო, ჩვენი რეგიონები და რა თქმა უნდა, დედაქალაქი," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. დიმიტრი ქუმსიშვილი არჩევნებზე ხმის მისაცემად ქალიშვილთან ერთად მივიდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)