12:06 - 08 May, 2026
|
2017-10-21 11:16:27, 1905 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: თუ თითოეული პარტია მიუდგება არჩევნებს პასუხისმგებლობით, ყველაფერი მშვიდად ჩატარდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, თუ არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტი და პარტია პასუხისმგებლობით მოეკიდება საკითხს, ინციდენტებს ადგილი არ ექნებათ. "არჩევნების დღემდე ყველაფერი წარიმართა მშვიდ და სამართლიან გარემოში. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე ჩაივლის ასევე მშვიდ გარემოში. თუ თითოეული საარჩევნო სუბიექტი და თითოეული პარტია მიუდგება ამ არჩევნებს სათანადო პასუხისმგებლობით, ბუნებრივია თავიდან იქნება არიდებული ყოველგვარი ინციდენტები და ყველაფერი ჩაივლის მშვიდ გარემოში. ჩვენი პარტია ამისთვის ყველაფერს გააკეთებს", - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)