2017-10-21 11:09:50, 1910 ნახვა
საზოგადოება
ცესკო - „პრეს მედიის“ სახელით ქუთაისში უბნებზე 10-მდე წარმომადგენელი, სავარაუდოდ, ყალბი აკრედიტაციით მივიდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისში საოლქო- საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე ორგანიზაცია „პრეს მედიის“ სახელით 10-მდე წარმომადგენელი მივიდა.
როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, მათი აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული საარჩევნო ადმინისტრაციის მერ.
„რაც ნიშნავს, რომ ეს მოწმობები არის, სავარაუდოდ, გაყალბებული. მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, რა თქმა აუნდა იქნება შესაბამისი რეაგირება“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ.
ავტორი: ,