2017-10-21 10:03:33, 1889 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: ღმერთმა ინებოს, რომ ისეთი კანდიდატები ავირჩიოთ, რომლებიც საქართველოს გამოადგებიან
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
უწმინდესმა ხმა კრწანისის მე-7 ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე მისცა.
"ღმერთმა ინებოს, რომ ისეთი კანდიდატები, ისეთი ადამიანები ავირჩიოთ, რომლებიც გამოადგებიან საქართველოს. დალოცვილი იყვნენ ახალი დეპუტატები და მთელი საქართველო", - განაცხადა პატრიარქმა.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბანზე პატრიარქს მარკირება არც წელს წაუკეთეს, რაც საარჩევნო პროცედურის დარღვევაა.
ავტორი: ,