08:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 08:03:22, 2939 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობა დღეს 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევს

დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ.

საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა კი, 08:00 საათიდან დაიწყო. უბნები 20:00 საათზე დაიხურება და ხმების დათვლის პროცედურა დიწყება.

წელს საერთო ჯამში  9 546 450 ბიულეტენია დაბეჭდილი.

ამომრჩეველს საარჩევნო უბანში გადაეცემა 3 სახის  ბიულეტენი:

ერთი - ცისფერი ფერის ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად;

მეორე - ვარდისფერი ბიულეტენი - საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად;

მესამე - ღია მწვანე ფერის ბიულეტენი - თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად.

ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების ასარჩევად 1088 მაჟორიტარული განსხვავებული სახის ბიულეტენია დაბეჭდილი.  ასევე, 64 სახის სხვადასხვა პროპორციული სიის და თვითმმართველი ქალაქისა და თემის მერის არჩევნებისათვის 64 განსხვავებული სახის ბიულეტენი.

აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე დაიბეჭდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდა სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე).

21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში 3 440 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics