06:14 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 20:44:26, 1784 ნახვა

კომენტარი
ხოშტარია: ხვალ არის დღე, როდესაც თქვენ უნდა აგებინოთ პასუხი „ქართულ ოცნებას“

ხვალ არის სწორედ ის დღე, როდესაც თქვენ უნდა აგებინოთ პასუხი „ქართულ ოცნებას“, - ასე მიმართა მხარდამჭერებს „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

”ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა თბილისისთვის, რადგან სწორედ ხვალ, თბილისმა, ყოველმა მოქალაქემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მოთხოვოს პასუხი ხელისუფლებას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ტყუილებით მოვიდეს ხელისუფლებაში, მოატყუოს ადამიანები, რომ ცხოვრება გაუმჯობესდება და გააუარესოს. ხვალ არის სწორედ ის დღე, როდესაც თქვენ უნდა აგებინოთ პასუხი „ქართულ ოცნებას“. მშვიდობიანი, ყოველგვარი რყევის გარეშე, არჩევნების დემოკრატიული გზით უნდა ვაგებინოთ პასუხი „ქართულ ოცნებას“ იმ მავნებლობაზე, ტყუილებზე და მტაცებლობაზე, რითაც ისინი იყვნენ დაკავებული ქალაქსა და მთლიანად ქვეყანაში ამ წლების განმავლობაში. ჩემთვის ამ კამპანიის განმავლობაში, არასდროს არ ყოფილა მიზანი, რომ მომენადირებინა თქვენი ხმები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენ გაგიჩნდეთ ნდობა, იმედი და რწმენა იმისა, რომ თბილისში ჩვენ აუცილებლად შეგვიძლია მოვიტანოთ სასიკეთო ცვლილებები. ყველას მოგიწოდებთ, გამოვხატოთ ეს რწმენა, ნდობა და „ევროპულ საქართველოს“, გუნდს, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, შეუძლია პასუხისმგებლობის აღება, გვანდოთ თბილისის განვითარება”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics