02:14 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 18:23:01, 1863 ნახვა

ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „თეგეტა მოტორსი“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სახელმწიფო სტრუქტურებსა და „თეგეტა მოტორსს“ შორის პირდაპირი წესით გაფორმებული კონტრაქტების შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, პირდაპირი წესით გაფორმებული კონტრაქტების შესახებ  სახელმწიფო სტრუქტურებსა და კომპანია „თეგეტა მოტორსს“ შორის.

კომპანია „თეგეტა მოტორსს“ 2017 წელს მოგებული აქვს რამოდენიმე სახელმწიფო და უამრავი კერძო ტენდერი ყველა სატენდერო წესის დაცვით, სადაც არანაირ პირდაპირ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. ყველა სატენდერო განაცხადი გახლდათ საჯარო და მასში მონაწილეობას იღებდა ნებისმიერი დაინტერესებული კომპანია. ტენდერების შესახებ ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც სახელმწიფო სტუქტურებთან, ასევე კერძო ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან.  „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, კომპანიაში დასაქმებულია 1500 მდე მაღალკვალიფიციური კადრი, რომელთა პროფესიონალიზმი განაპირობებს კომპანიის წარმატებას და არა დამატებითი გარემო ფაქტორები“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics