00:26 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 13:10:36, 1887 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე ყიზილაჯლოს ინციდენტზე: ამ ეტაპზე რაიმე პოლიტიკურთან დაკავშირებული ვერსია გამოკვეთილი არ არის

„როგორც ჩემთვის ცნობილია რაიმე პოლიტიკურთან დაკავშირებული ვერსიები გამოკვეთილი არ არის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განუცხადა.

თუმცა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს.

"ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისი კონკრეტული პოზიცია გამოხატოს ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიებას, იმისთვის, რომ ამას არ მიეცეს რაიმე დამატებითი ელფერი არ შეფასდეს ისე, რომ მოახერხოს ვინმემ დამატებითი ინსინუაციები, არ მოახერხოს პოლიტიკური სპეკულაციები. ამ დროისთვის, როგორც ჩემთვის ცნობილია რაიმე პოლიტიკურთან დაკავშირებული ვერსიები გამოკვეთილი არ არის, თუმცა გამოძიება მუშაობს ყველა ვერსიაზე და ამიტომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა ფაქტი არის ძალიან ცუდი, მაგრამ წინასწარ ყველამ უნდა შეიკავოს თავი, შეფასებებისგან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics