08:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 12:05:51, 1661 ნახვა

საზოგადოება
თბილისში სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი გაიმართა

თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის მეორე ფორუმი გაიმართა. 

ფორუმის მონაწილეებს საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ მიმართეს.

როგორც თეა წულუკიანმა გამოსვლაში აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ადამიანის უფლებებისა და სამართლის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა არსებობს და ამის დასტური აღნიშნული ფორუმიცაა. მინისტრმა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

„სასამართლო რეფორმა იყო პირველი და დიდი ნაბიჯები გადაიდგა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა გაზრდილიყო, რომ დანერგილიყო ღია და გამჭვირვალე მმართველობის სისტემა; პარალელურად, გავატარეთ პროკურატურის რეფორმა და გაძლიერდა ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობა. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ღია და გამჭვირვალე მმართველობის სისტემის არსებობა, კორუფციის პრევენცია. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობას" (OGP)  შეუერთდა, მიმდინარე წლის სექტემბერში კი, ჩვენმა ქვეყანამ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან გადმოიბარა", − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა თავის გამოსვლაში.

მიმდინარე ფორუმი რიგით მეორეა. პირველი სამართლებრივი ფორუმი 2015 წელს ერევანში ჩატარდა.
სწორედ თეა წულუკიანის ერევანში ვიზიტს (2013 წ.) მოჰყვა შედეგად სომხეთისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება 2015 წელს, რის შემდეგაც მხარეები იუსტიციის სფეროში არსებულ საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობენ; კერძოდ, ერთობლივად მუშაობენ ნოტარიატთან, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან, სამოქალაქო აქტებისა და იურიდიული პირების რეგისტრაციასთან, ასევე,  სამართლის სფეროში არსებულ სხვა  საკითხებთან დაკავშირებით.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics