00:26 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 21:41:48, 1750 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: კალაძე არის გუნდის ერთგული და გამოვრიცხავ ხვალ გააკეთოს ის, რაც გუშინ მარგველაშვილმა გააკეთა

კახი კალაძე არის გუნდის ერთგული და გამოვრიცხავ ხვალ მან გააკეთოს ის, რაც გუშინ გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა "რეაქციაში" დასმული კითხვის საპასუხოდ.

კობახიძის თქმით, კალაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის ობიექტურია.

„ძალიან კარგად ვიცნობ კახა კალაძეს. 2015 წელს როდესაც მე დავიწყე ჩემი აქტიური პოლიტიკური საქმიანობა კალაძე იყო პარტიის გენერალური მდივანი. მაშინ პარტიაში იყო სერიოზული პრობლემები, ვგულისხმობ სტრუქტურას, პარტია როგორც ასეთი პრაქტიკულად არ არსებობდა, მაშინ დავიწყეთ პარტიული აღმშენებლობის პროცესი. ეს პროცესები წარიმართა კალაძის ხელმძღვანელობით. ყოველთვის, როდესაც კახი კალაძე იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ის ამოდის ობიექტური ინტერესებიდან და არა - სუბიექტური. ის არის გუნდის ერთგული. ის არის გუნდური მოთამაშე როგორც სპორტში, ისე პოლიტიკაში. მას ახასიათებს ასეთი პიროვნული თვისებები და აქედან გამომდინარე მე გამოვრიცხავ კახი კალაძემ ხვალ გააკეთოს ის, რაც გუშინ გააკეთა გიორგი მარგველაშვილმა“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics