00:27 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 21:24:32, 2057 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: მარგველაშვილს მონობას არავინ სთხოვდა, მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილი

გიორგი მარგველაშვილს მონობას არავინ თხოვდა, მითუმეტეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. 

კობახიძის შეფასებით, "გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის პრეზიდენტია". 

"ვისაც ჰქონია პოლიტიკური შეხება ბატონ იბიძინასთან, დაადასტურებს იმას, რომ არასდროს მას არავისთვის მონობა არ მოუთხოვია. აქ იყო ელემენტარულ რამეზე საუბარი. ჩვენ ვამბობთ, რომ მას უნდა გაეწია ანგარიში იმ სისტემისთვის, რომელიც არის ჩამოყალიბებული. მოგეხსენებათ, რომ მოქმედი კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური პოლიტიკური თვალსაზრისით. ის არ უნდა იყოს არც ხელისუფლების, არც "ქართული ოცნების" და არც ოპოზიციის მომხრე, თუმცა მან ეს როლი სამწუხაროდ ვერ გაითავისა. დღეს პრეზიდენტი გვევლინება ოპოზიციის პრეზიდენტად. ეს არის მისი როლი, რომელიც მას სამწუხაროდ მოსწონს. ადამიანი, რომელიც მოვიდა სამართლიანობის აღდგენის სლოგანით, დღეს მაგიდასთან ზის ორივე "ნაციონალურ მოძრაობასთან" და რეალურად არის ოპოზიციასთან ალიანსში. სამწუხაროდ ეს არის მისი არჩევანი, თუმცა არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან", - განაცხადა კობახიძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics