00:26 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 19:35:31, 1888 ნახვა

კომენტარი
გია ხუხუაშვილი: უმჯობესი იქნებოდა, პირველ ეტაპზევე პრეზიდენტი ზეპარტიული ყოფილიყო

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, უმჯობესი იქნებოდა,  პირველ ეტაპზევე პრეზიდენტი ყოფილიყო ზეპარტიული და პარტიებთან ერთად არ ემსჯელა  ტექსტზე, რომელიც მან მოტივირებული შენიშვნების სახით, პარლამენტს გადაუგზავნა.

მისივე აზრით, ასევე  უკეთესი იქნებოდა, პრეზიდენტის  ვეტო უფრო  კარგად გააზრებული ყოფილიყო.

ამასთან, ხუხაშვილის თქმით, პრეზიდენტის ბრიფინგამდე პარლაენტის თავმჯდომარემ დაანონსა, რომ თუ გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციას ხელს არ მაოწერდა, ამას თავად გააკეთებდა. ხუხაშვილის თქმით, ამ ნაბიჯით პრეზიდენტის როლი კიდევ ერთხელ დააკნინეს:

„კარგად გვესმის, რომ ის მოაწერდა ხელს თუ არ მოაწერდა, ამით, პრაქტიკულად,  არც პოლიტიკური თვალსაზრისით და არც  სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ბევრი არაფერი იცვლებოდა, რადგან ტექნიკურად ეს ადვილად  გადასალახი პრობლემა იქნებოდა „ქართული ოცნებისთვის“. რაც ყველაზე ცინიკურად გამოჩნდა, პრეზიდენტის  ხელის მოწერამდე ორი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ დაანონსა თავისი ხელის მოწერა. ანუ კიდევ ერთხელ დააკნინეს მისი როლი, ეს ყველაფერი სამწუხაროა.  ვარჩევდი, რომ წინა ეტაპზევე პრეზიდენტი ყოფილიყო ზეპარტიული  და პარტიებთან ერთად არ ემსჯელა ვეტოს ტექსტზე  და მისი ვეტო ყოფილიყო უფრო  კარგად გააზრებული, ვიდრე  ჩვენ ვიხილეთ“,-განუცხადა გია ხუხაშვილმა „ექსპრესნიუსს“.

პრეზიდენტი ახალ კონსტიტუციას ხელს აწერს

http://epn.ge/index.php?id=53963





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics