10:58 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 17:15:40, 1957 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ

„ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა თავიდანვე იყო სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფა და ეს მიზანი იქნება რეალიზებული. ამისათვის ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“, - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დიპლომატიურ კორპუსს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განსაკუთრებული შეკითხვები არ ჰქონია.

„თქვენ ალბათ უკვე ნახეთ ამერიკის ელჩის განცხადება, სადაც მან შეაფასა წინასაარჩევნო გარემო როგორც თავისუფალი და თანაბარი. რა თქმა უნდა, არჩევნების დღეც იქნება ძალიან მშვიდი, თავისუფალი და კონკურენტული ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ პირველ ტურში და ამისათვის საჭიროა, რომ თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მოვიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი“ - აღნიშნა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, დიპლომატიურ კორპუსს ინფორმაცია მიაწოდეს იმასთან დაკავშირებით თუ რა მაჩვენებლებით გაუმჯობესდა არსებული საარჩევნო გარემო წინა წლებთან შედარებით.

„აქცენტი გავაკეთეთ იმ პოზიტიურ მხარეებზე, რითიც გაუმჯობესდა წლევანდელი საარჩევნო გარემო გასული პერიოდის საარჩევნო გარემოსთან შედარებით. კითხვები პრაქტიკულად არ ყოფილა. იყო სულ რამოდენიმე შეკითხვა. ერთ-ერთი მაგალითად შეეხებოდა იმას, თუ ამომრჩეველთა რამდენი პროცენტის მოსვლას ველოდებით არჩევნებზე, იყო ასევე ქალთა მონაწილეობასთან დაკავშირებული შეკითხვები“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები დღეს დიპლომატიურ კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საარჩევნო გარემო განიხილეს. 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics