07:52 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 16:44:43, 2047 ნახვა

საზოგადოება
შშმ პირების ცესკოში დასაქმებას ფსიქოლოგი ზურა მხეიძე მნიშვნელოვან პროგრესად აფასებს

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე ცესკოს პროგრესზე საუბრობს და ცესკოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებას წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

მხეიძის ცნობით, საარჩევნო პროცესში აქტიურად არიან ჩართული შშმ პირები, ცესკომ მათი დასაქმება მოახერხა და ანაზღაურებას იღებენ, რაც ნამდვილად კარგი პრეცენდენტია ქართულ რეალობაში.
მისი თქმით, ცესკომ ბოლო წლების განმავლობაში პოზიტიური შედეგები მიიღო, სამუშაო პროცესში ბევრი ხარვეზი გაასწორა და თავის საქმეს კარგად ართმევს თავს.

„პოლიტიკური სპეკულაციაები მიდის ცესკოსთან მიმართებაში, მაგრამ მწვავე შენიშნები და უკმაყოფილება არ არის ამ მიმართულებით. რეალურად, ბოლო წლების განმავლობაში პოზიტიური შედეგები აჩვენა. ბოლო წლებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბევრი ხარვეზი გამოასწორა. სამუშაო პროცესი, აშკარად, დემოკრატიულად მიდის. თამარ ჟვანია, როგორც მინიმუმ კარგი მენეჯერია, ის ინარჩუნებს გამოცდილ და კვალიფიციურ კადრებს, ზრუნავს სერვისებზე, იცის გუნდური მუშაობა. შშმ პირთა სერვისები ნამდვილად ამუშავდა, ასევე, ნიშანდობლივია ეროვნული უმცირესობების ხელშემწყობი სევისების შემოღება“, - აცხადებს ზურაბ მხეიძე.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics