10:58 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 16:35:56, 1903 ნახვა

პოლიტიკა
MDF-ის კვლევა - ყველაზე მეტი ანტიდასავლური კომენტარი და დისკრიმინაციული განცხადება „პატრიოტთა ალიანსმა“ გააკეთა

მედიის განვითარების ფონდის (MDF) და გაეროს ასოციაციის (UNAG) PITA-ს ახალგაზრდული 7 რეგიონული ცენტრის მიერ, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგების თანახმად, პოლიტიკური სუბიექტებიდან ყველაზე მეტი ანტიდასავლური კომენტარი და დისკრიმინაციული განცხადება „პატრიოტთა ალიანსმა“ (54) გააკეთა.

შემდეგ ადგილზე „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობაა“ (25). ორგანიზაციის ცნობით, ამ უკანასკნელი პარტიის მონაცემებში „თავისუფალი საქართველოს“ მონაცემებიც არის გაერთიანებული, ვინაიდან თბილისის მერობის არჩევნებში ეს 2 სუბიექტი ერთიანი საარჩევნო ბლოკის „დიმიტრი ლორთქიფანიძე კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა  -თავისუფალი საქართველო” სახელით მონაწილეობს.

მესამე ადგილს მოძრაობა „ეროვნულები” (7) იკავებს, რომელიც „ქართველთა მარშთან” არის დაკავშირებული.

მმართველი პარტიის “ ქართული ოცნების” შემთხვევაში  5 დისკრიმინაციული   კომენტარი გაკეთდა, ლეიბორისტული პარტიის - 4, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  - 1. სხვადასხვაში არიან გაერთიანებული ჩვენი სამშობლო  (3), ნეიტრალური სოციალისტური საქართველო  (2), ქართული დასი  (2), მემარცხენე ალიანსი (2).

მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, დაკვირვების საგანი იყო სიძულვილის ენა, ქსენოფობიური გამოხატვა და ანტიდასავლური განცხადებები, რომლებსაც პოლიტიკური სუბიექტები და მედია ავრცელებდნენ.

მათივე ცნობით, ადგილობრივი არჩევნების სპეციფიკის გათვალისწინებით, მონიტორინგის ფარგლებში შერჩეული ეროვნული დაფარვის ტელევიზიების, გაზეთების, ასევე ონლაინ გამოცემების გარდა, დაკვრივება ადგილობრივ მედია საშუალებებზე და რეგიონული პოლიტიკური სუბიექტების ფეისბუკ გვერდებზეც მოხდა.

მონიტორინგი საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა" ფარგლებში განხორციელდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics