07:52 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 15:38:20, 1672 ნახვა

საზოგადოება
გურჯან მალაყმაძეს საქართველოს პრეზიდენტი ღირსების ორდენით დააჯილდოებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოსეროვნულ ბიბლიოთეკაში თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერის, მთარგმნელის,პუბლიცისტის და პოეტის ვახტანგ მალაყმაძის დარბაზი გახსნა, რომელიც საქართველოსპრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის შემადგენელი ნაწილია.

სამეცნიერო პროექტის „საქართველოსთვის დღემდე უცნობი დოკუმენტური მასალა დაისტორიები თურქეთელ ქართველთა ცხოვრებიდან", რომელსაც საქართველოს საბიბლიოთეკოასოციაცია ახორციელებს, მიზანია 1921-1990 წლებში თურქეთის არქივებში თურქეთელქართველთა ისტორიის, ყოფის და კულტურის შესახებ კვლევის ორგანიზება. ამ პერიოდისშესახებ არ მოიპოვება არავითარი სამეცნიერო მასალა თურქეთში მცხოვრები ქართველებისშესახებ, საბჭოთა პერიოდში საქართველოსა და თურქეთს შორის რთული დამოკიდებულებისგამო.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით,განსაკუთრებული პატივისცემა გვინდა გამოვხატოთ იმ ადამიანებისა და მათი შთამომავლებისმიმართ, რომლებიც მაქსიმალურად უწყობენ ხელს ქართული იდენტობის შენარჩუნებასთურქეთში და სწორედ ამიტომ საქართველოს პრეზიდენტმა  მათ შთამომავლებს პირდაპირსაქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და ვახტანგ მალაყმაძის შვილს გურჯან მალაყმაძეს კი,ღირსების ორდენით დააჯილდოებს, რომელმაც მამის არქივი - ხელნაწერები, დოკუმენტული ფოტომასალა, წიგნები, იშვიათი ქართული გამოცემები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა.

თურქეთში სამეცნიერო ექსპედიციის შედეგად შედგა იქ მოღვაწე ცნობილი ქართველებისარქივების დიგიტალიზაცია.

პროექტის მიხედვით, მოხდა თურქეთელ ქართველთა ეთნიკური იდენტობის გადარჩენისათვისმოღვაწე ადამიანთა ბიოგრაფიების (ახმეთ ოზკან-მელაშვილი, ჰაირი ჰაირიოღლუ (ვახტანგმალაყმაძე)) შესწავლა აღდგენა, მათი არქივების გაციფრულება, მათ მიერ გამოცემულიწიგნებისა და ჟურნალების მოძიება და დიგიტალიზაცია. აგრეთვე, ეთნოგრაფიული რეალიებისამსახველი ფოტო, აუდიო და ვიდეომასალების მოძიება, სისტემატიზაცია და დიგიტალიზაციადა თურქეთელ ქართველთა ყოფისა და კულტურის ამსახველი ზეპირი ისტორიების ჩაწერა.

აღნიშნული მასალები დაცული იქნება სწორედ ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულბიბლიოთეკა "ივერიელში" და ნაბეჭდ კრებულში.

თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერის, მთარგმნელის, პუბლიცისტის და პოეტის ვახტანგ მალაყმაძის დარბაზის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, მეცნიერები და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის წარმომადგენლები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics