|
2017-10-19 13:16:42, 1754 ნახვა
საზოგადოება
აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია წლის ბოლოს გახდება ცნობილი
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დადასტურებულია, რომ მავნებელი მწერი აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთიდან შემოვიდა. „იმ ქვეყნებში, სადაც დღეს არაა ეს მავნებელი, ჩავთვალოთ, რომ ხვალ იქნება, თუ არა და ზეგ იქნება, ეს არის გლობალური პრობლემა. ამიტომ, საერთაშორისო ორგანიზაციები და ის დონორები, რომლებიც კომუნიკაციის პროცესში ქართულ მხარეს ეხმარებიან, აქტიურები არიან და რამდენიმე დონორის დახმარებით, იმედი გვაქვს, იმ ინფორმაციის გავრცელებას შევძლებთ იქით მხარეს (აფხაზეთში) ფერმერებთანაც, რასაც აქეთ ვაკეთებთ, ჩვენთვის არ იყოფა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონტროლი იქ არ გვაქვს“, - განაცხადა დავითაშვილმა. მისივე თქმით, აზიურ ფაროსანას შეუძლია ზარალი გამოიწვიოს ფაქტობრივად ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში, გარდა ბოლქვიანი კულტურებისა: „300-მდე კულტურის მტერია. ასეთი ბუნება არ გააჩნია ხოლმე სხვა მავნებელს, მისი სირთულე ისიცაა, რომ მფრინავ ფაზაში ის არ ბუდობს ერთგან, ის მოძრაობს და შეუძლია გადაადგილება 50 კილომეტრზე მეტ მანძილზე დღის განმავლობაში. როგორც წესი მარტივია ხოლმე მავნებელთან ბრძოლა, როცა მწერი ნახავს საინტერესო ადგილს და იქ იბუდებს, მაგრამ ეს არის მწერი, რომელიც არ ჩერდება ერთ ადგილას. სტრატეგია ითვალისწინებს ისეთ ტაქტიკურ ღონისძიებებს, რომელიც შეიძლება, რომ ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ“,-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია წლის ბოლოს გახდება ცნობილი: „ზარალთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია გვექნება წლის ბოლოს, რადგან ამ მომენტისთვის შეუძლებელია, რომ სრული სურათი გვქონდეს, რადგან შემოდგომა არის აქტიური ფაზა სოფლის მეურნეობაში. საბოლოო მონაცემებს რამდენიმე თვე დასჭირდება. ჩვენ ფერმერებს ბოლომდე დავუდგებით გვერდში, დავეხმარებით და ვეხმარებით“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)