17:35 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 21:10:52, 2704 ნახვა

მსოფლიო
პოლიციამ კიევში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა (ვიდეო)

კიევში უმაღლეს რადასთან მიმდინარე აქციაზე მორიგი დაპირისპირება მოხდა, - ამის შესახებ 112UA იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ერთმანეთს მომიტინგეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

მედიის ცნობით, პარლამენტის შენობასთან შტურმის მცდელობა იყო. გარდა ამისა, შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა ბარიკადების აღება დაიწყეს.

როგორც სააგენტო წერს, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საპროტესტო აქცია უმაღლეს რადასთან უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. პირველი შეტაკება მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის გუშინ მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ აქცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით იმართება. აქციის მონაწილეები, სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას და ანტიკორუფიული სასამართლოს შექმნას ითხოვენ. თავად მიხეილ სააკაშვილის ძირითადი მოწოდება კი, ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადადგომას ეხება.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics