17:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 19:01:34, 2496 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში 10 ექსტრემისტი დააკავეს, რომლებიც მეჩეთსა და ხელისუფლების პირებზე თავდასხმებს გეგმავდნენ

საფრანგეთში, პოლიციის ანტიტერორისტულმა ქვედანაყოფმა 10 მემარჯვენე ექსტრემისტი დააკავა, - ამის შესახებ DW იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ექსტრემისტები პარიზის გარეუბანში და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დააკავეს.

მედიის ცნობით, ისინი პოლიტიკოსებსა და მეჩეთზე თავდასხმებს გეგმავდნენ.

როგორც DW წერს, დაკავებულები 17-დან 25 წლამდე ახალგაზრდები არიან. მათ შორის ერთი გოგოა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ეჭვმიტანილების პოტენციური მსხვერპლები შესაძლოა საფრანგეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი კრისტოფ კასტანერი და მოძრაობის "დაუმორჩილებელი საფრანგეთი" ლიდერი და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილე ჟან-ლუკ მელანშონი გამხდარიყვნენ. თავდასხმა მზადების პროცესში იყო.

მედია იტყობინება, რომ დაკავებულები ასევე მეჩეთებში მიგრანტებზე თავდასხმას გეგმავდნენ. ისინი სავარაუდოდ მონარქისტულ ნაციონალისტურ ორგანიზაციის "ფრანგული მოქმედება"  აქტივისტთან არიან დაკავშირებული, რომელიც ივლისში დააკავეს. დაკავებული აქტივისტი სოციალურ ქსელებში წერდა, რომ მხარს უჭერს ტერორისტ ბრეივიკს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics