09:37 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 11:21:01, 2121 ნახვა

სამართალი
შემოწირულებებთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზე 31 პირია დაბარებული

ფიზიკური პირების შემოწირულებების ანალიზის დროს დამატებითი კითხვების არსებობის გამო, გამოკითხვაზე 31 პირია დაბარებული, საიდანაც 13 არის „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი, ხოლო 18 - „ქართული ოცნების“.

 პირველ ეტაპზე დაბარებული 14 ფიზიკური პირის შემდგომ, დამატებით დაბარებულია 17 პირი, საიდანაც 9 პირი არის „ქართული ოცნების“, ხოლო 8 - „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი. ამ ეტაპზე უკვე გამოკითხულია „ევროპული საქართველოს“ 10 და „ქართული ოცნების“ 4 შემომწირველი ფიზიკური პირი.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიშის თანახმად, საარჩევნო სუბიექტებმა 1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ჯამში 12,998,651.16 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს.

კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში 11,640,441.00 ლარის შემოწირულება მიიღო, „ევროპულმა საქართველომ“ - 931,083.95 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 108,149.21 ლარი, „პატრიოტთა ალიანსმა“ - 63,142.00 ლარი, „ახალმა საქართველომ“ - 35,100.00 ლარი, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ - 31,486.00 ლარი, დომენტი სიჭინავამ - 50,150.00 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილმა - 31,431.00 ლარი, გულო ზუმბაძემ - 15,500.00 ლარი, სხვა საარჩევნო სუბიექტებმა კი - 92,168.00 ლარი მიიღეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics