16:24 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 11:09:04, 1957 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომიტინგეების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, კარვების დაშლას ადგილი არ ექნება

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა უმაღლეს რადასთან მომიტინგეების უსაფრთხოება უზრუნველყოს, - ამის შესახებ გენერალური პროკურორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ლუცენკომ აღნიშნა, მომიტინგეების მიერ გაშლილი კარვების აღებას არავინ აპირებს.

"მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ჩატარების უფლება - მაიდანის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. ხელისუფლება მოთმინებით ასრულებს ყველაფერს, იმისათვის, რომ კონსტიტუციის ეს ნორმა შეასრულოს. ზუსტად ვიცი და თავის დროზე ამას დავამტკიცებ კიდევაც, რომ აქციის ორგანიზატორების ნაწილმა ფსონი პროვოკაციებზე დადო. სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია და დადგინდა, რომ მომიტინგეებს შორის მყოფმა არაკანონიერი ფორმირებების წევრებმა იარაღი შეისყიდეს. სწორედ ამით იყო განპირობებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უსაფრთხოების ზომების გაძლიერება. მათი მოვალეობაა დაიცვან მომიტინგეები, კიევიც და ქვეყანაც. კარვების დაშლას ადგილი არ ექნება. თუმცა პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად და მომიტინგეების უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე შესვლა სპეციალური მეტალოდეტექტორის გავლით იქნება შესაძლებელი. ქვეყანაში ნებისმიერი სახის ცვლილებებისთვის საჭიროა პოლიტიკური დიალოგი. ძალადობა ქვეყანას დაღუპავს", - წერს იური ლუცენკო.

ცნობისთვის, გუშინ უმაღლეს რადასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. ადგილზე სულ 3 500 პოლიციელი იყო მობილიზებული. ოპოზიციური პარტიები და მათ მხარდამჭერები სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ითხოვდნენ. მოგვიანებით მომიტინგეებმა ტერიტორიაზე კარვები გაშალეს. დღეს ადგილზე 200-მდე მომიტინგე იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics