|
2017-10-17 15:52:56, 1288 ნახვა
სამხედრო
მამია ალასანია ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში, სამხედრო პატივით დაკრძალეს
საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, მამია ალასანია ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში, სამხედრო პატივით დაკრძალეს. ცერემონიაზე საქართველოს ჰიმნი შესრულდა. დაკრძალვას ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. ცნობისთვის, მამია ალასანიას და აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ 24 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს მათი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გადაიხადა. დაღუპულთა ნაწილს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, ნაწილს კი, საგვარეულო სასაფლაოებზე. აფხაზეთიდან თბილისში გადმოსვენებული პირები: გაბესკირია გურამ ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/ქ. სოხუმის მერი; ალასანია მამია გიორგის ძე - მინისტრთა საბჭო/სახელმწიფო საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის რეგიონალური კურატორი; შენგელია არშაველი ფილიპეს ძე - მინისტრთა საბჭო/ ჟიული შარტავას მოადგილე და მინისტრთა საბჭოს სამდივნოს წევრი; გეგელაშვილი ვახტანგი ვახტანგის ძე - მინისტრთა საბჭო/მინისტრთა საბჭოს მოადგილე; პაპუაშვილი გივიარჩილის ძე - სოხუმის რკინიგზის სადგური/მებრძოლი; ბერუაშვილი ბადრი - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი (მოადგილე); მაჩაიძე გოჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; ფარცვანია ალექსანდრე დავითის ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა; თათრიშვილი გოჩა გურამის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; ლიპარტელიანი გენადი ვალიკოს ძე - მებრძოლი; ჯორბენაძე თეიმურაზიზურაბის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე - მინისტრთა საბჭო/პირადი მცველების "იუპიტერის" დანაყოფის განყოფილების უფროსი (ჟიული შარტავას დაცვა); სილაგაძე სერიოჟა პლატონის ძე - სოხუმი/ახალი რაიონი/მებრძოლი; სოფრომაძე ბესიკიმამიას ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; გოჩიაშვილი დავითი მიხეილის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; აბსანძე თენგიზი გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვის წევრი, დანაყოფი "იუპიტერი"; ფარცვანია ვახტანგი კონსტანტინეს ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა; გიგოლაშვილი ომარი ოთარის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; ხახიაშვილი ნოდარი ვლადიმერის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; ჭუჭულაშვილი ნუგზარი როლანდის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; ნადირაძე შალვა მერაბის ძე - მებრძოლი; მირზაშვილი კობა ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი; შარტავა ელგუჯა გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი; შალვაშვილი ხვიჩაიოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი; მოსიძე მარია ვასილის ასული - მშვიდობიანი მოქალაქე.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)