2017-10-17 14:19:26, 2128 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში პოლიციის შენობაზე თავდასხმის შედეგად, 20-მდე ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში პოლიციის საწვრთნელ ცენტრზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც სულ მცირე 20-მდე ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ aljazeera იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან ქალები, სტუდენტები და სამართალდამცველები.
ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პირველად თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი დანაღმულ ავტომობილში აიფეთქა. მისივე თქმით, ამის შემდეგ კიდევ ერთი ავტომობილი აფეთქდა, ხოლო აფეთქებების შემდეგ, პოლიციის შენობას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს.
მედიის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.
ავტორი: ,