09:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 13:46:22, 2052 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას კარდაკარ ხვდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე მოსახლეობას კარდაკარ ხვდება.

კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო. 

გიორგი ბირბიჩაძის თქმით, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების სრულად მოგვარება მომავალ ოთხ წელიწადში, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება, თუმცა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის პროგრამული ხედვა, სწორედ, არსებული გამოწვევების დროულად და ეფექტურად დაძლევაზეა ორიენტირებული და გამარჯვების მოპოვების შემდეგ როგორც თბილისში, ისე მის თითოეულ რაიონში ხელშესახები და თვალსაჩინო ცვლილებები განხორციელდება. 

„ჩვენ არ ვხუჭავთ თვალს არსებულ გამოწვევებზე და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. საჭიროა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სწორად აფასებდნენ საჭიროებებს და ადეკვატურად, დროულად რეაგირებდნენ ხალხის ხმაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი როლიც, სწორედ, ეს არის - ჩვენ ხალხთან ერთად უნდა ვმართოთ მოვაგვაროთ ლოკალური პრობლემები. ვაკეს, როგორც დედაქალაქის ცენტრალურ რაიონს, უმნიშვნელოვანესი როლი აქვს სიცოცხლით სავსე თბილისის შენებაში, სწორედ ამიტომ, გპირდებით, მაქსიმუმს გავაკეთებ ჩემს გუნდთან ერთად არსებული პრობლემების მოსაგვარებლად - თბილისელები მალე იგრძნობენ იმ სიკეთეებს, რასაც ახალი მმართველი გუნდი მოუტანს ქალაქ“, - აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ მოსახლეობასთან შეხვედრებისას. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics