02:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 13:24:23, 1911 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს ვინ მოაწერს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს პრეზიდენტი მოაწერს თუ თავად.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი ისაა, რომ ცვლილებები, შესაბამისი ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, რამდენიმე თვეში ძალაში შევა.

„პრეზიდენტს აქვს კიდევ ერთი კვირა ვადა, თუმცა, ეს არის ტექნიკური საკითხი.  არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ მოაწერს ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მთავარია, რომ ეს აუცილებლად შევა ძალაში მას შემდეგ, რაც გავა რამდენიმე თვე და დასრულდება შესაბამისი ფორმალური პროცედურები",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს პარლამენტმა  „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics