23:11 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 12:40:07, 1718 ნახვა

კომენტარი
დოლიძე რუსეთის წვრთნებზე: მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, ამას ვუწოდებ შეშფოთებიდან კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლას

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო წვრთნებს გამოეხმაურა.

როგორ მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივ კავშირშია.

„არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ეხება დაფინანსების შეწყვეტას იმგვარი საერთაშორისო ორგანიზაციების, ფინანსური ინსტიტუტებისა და ქვეყნებისთვის, რომლებსაც ჭკუაში მოუვათ და ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული ჩვენი მხრიდან. ამას ვუწოდებ შეშფოთებებიდან უკვე კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლას. ბუნებრივია, ვაპირებთ იგივე სულისკვეთებით გავაგრძელოთ მუშაობა, როგორც ამერიკელ ასევე ევროპელ პარტნიორებთან“, - განაცხადა დოლიძემ „ექსპრესნიუსის“ კითხვაზე საპასუხოდ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნებს ეხებოდა.

ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაცია მიმდინარე წლის განმავლობაში სამხედრო წვრთნებს უკვე მეორედ მართავს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics