09:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 16:17:40, 1938 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოში გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რაც  რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებასა და შენარჩუნებას უწყობს ხელს.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ერთობლივ სწავლებებსა და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრებმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას აგვისტოში, საქართველოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი ორმხრივ და სამმხრივ ფორმატში ურთიერთობის მზარდ დინამიკას გაუსვა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ორივე ქვაყანას სამხედრო სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნია. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

გაფართოებულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. აზერბაიჯანის მხარეს კი, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, თავდაცვის ატაშე, მაიორი ფუატ იბრაჰიმოვი და დელეგაციის სხვა წევრები წარმოადგენდნენ.

თავდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა პირისპირ შეხვედრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან გამართა. 

 

 

(NS)

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics