|
2017-10-16 14:50:17, 2111 ნახვა
ეკონომიკა
გასპარი: მთავრობა საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ასრულებს
საქართველოს მთავრობა ერთგულად ასრულებს საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, ვიტორ გასპარმა პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქართულ დელეგაციასთან შედგა ნაყოფიერი შეხვედრა. „ვისაუბრეთ საქართველოს მიერ ბოლო 6 თვის განმალობაში მიღწეულ პროგრესზე, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავია. საკმაოდ კარგი შედეგებია საგადასახადო პოლიტიკასა და შემოსავლების ადმინისტრირებაში. საქართველოს მთავრობა ერთგულად ასრულებს საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. აღსანიშნავია, რომ ამგვარ პროგრამას ბევრი ქვეყანა ახორციელებს. ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო ძალიან მნიშვნელოვან სემინარში „ტრანსფორმირებადი საგადასახადო სისტემა განვითარებად ქვეყნებში: საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგია". ამგვარი სემინარების მიზანია, ქვეყნებმა ერთმანეთის გამოცდილებაზე ისწავლონ საგადასახადო პოლიტიკის უკეთ მართვა. ამ ფორუმზე საქართველო ძალიან ხშირად სამაგალითო ქვეყნად დაასახელეს", - აღნიშნა ვიტორ გასპარმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)