05:47 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 14:10:07, 1765 ნახვა

საზოგადოება
2016 წელს ქორწინებათა რიცხვი შემცირდა, განქორწინების რაოდენობამ კი, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, რეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვი შემცირდა, განქორწინების კი, გაიზარდა.

კერძოდ, საქსტატის ცნობით, 2016 წელს 25 101 რეგისტრირებული ქორწინება დაფიქსირდა, 2015 წელს კი - 29 157.

წლების მიხედვით ქორწინებათა სტატისტიკა ასეთია: 1990 წ. - 36 812; 1995 წ. - 21 481; 2000 წ. - 12 870; 2005 წ. - 18 012; 2006 წ. - 21 845; 2007 წ. - 24 891; 2008 წ. - 31 414; 2009 წ. - 31 752; 2010 წ. - 34 675; 2011 წ. - 30 863; 2012 წ. - 30 412; 2013 წ. - 34 693; 2014 წ. - 31 526; 2015 წ. - 29 157; 2016 წ. - 25 101.

რაც შეეხება განქორწინებას, 2016 წელს განქორწინების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, 2016 წელს 9 539 წყვილი განქორწინდა, აქედან 6 565 საქალაქო, ხოლო 2 974 სასოფლო დასახლებაში.

წლების მიხედვით განქორწინებათა სტატისტიკა ასეთია: 1990 წელი -7 796, 1995 წელი - 2 685, 2000 წელი - 1 854, 2005 წელი - 1 928, 2006 წელი - 2 060, 2007 წელი - 2 325, 2008 წელი - 3 189, 2009 წელი - 4 030. 2010 წელი - 4 726, 2011 წელი - 5 850, 2012 წელი - 7 136, 2013 წელი - 8 089, 2014 წელი - 9 119, 2015 წელი - 9 112 და 2016 წელი 9 539.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics